ივერიონი / როდის ჩამოიყვანენ მელნიკოვს საქართველოში?

როდის ჩამოიყვანენ მელნიკოვს საქართველოში?

,,როგორც ჩემთვის ცნობილია, ოლეგ მელნიკოვი თავს დამნაშავედ არ სცნობს და მზად არის ყველა იმ კითხვას გასცეს პასუხი, რაც მის მიმართ გაჩნდება. მელნიკოვი არანაირ მიმალვაში არ ყოფილა, პირიქით ცდილობს დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა“, - განაცხადა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

 

 კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ იმალებოდა და საქართველოში ჩამოსვლას უახლოეს მომავალში გეგმავდა.

 

მელნიკოვთან ერთად ინტერპოლი დათა ახალიას, სოსო თოფურიძესა და გერონტი ალანიას ეძებს. 

 

მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, მოხდება თუ არა მელნიკოვის საქართველოში ექსტრადირება უკრაინულ სასამართლოზეა დამოკიდებული, რადგან იქ ადგილობრივი პროცედურებია გასავლელი და იმ შემთხვევაში, თუ მელნიკოვს საქართველოში გადმოიყვანენ, ველიჯანაშვილი თვითონ შეეცდება საქართველოში მის დაცვას.

 

შეგახსენებთ, კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი უკრაინაში 7 დეკემბერს დააპატიმრეს. ქართულმა მხარებ ექსტრადირებისთვის საჭირო სრული დოკუმენტაცია ურკაინაში უკვე გადაგზავნა. მელნიკოვი ერთ-ერთია კუდის ყოფილი მარალჩინოსნებიდან, რომელზეც ძებნა რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა. 

9-12-2012, 12:43
უკან დაბრუნება