მსჯავრდებულები საპატიმროებს ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით ტოვებენ. ინფორმაციას პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხების სამინისტროში ადასტურებენ.
სამინისტროში მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი სხდომა გუშინ გაიმართა, კომისიის წევრებმა 300-მდე მსჯავრდებულის განცხადება განიხილეს. გათავისუფლებულთა შორის ორი ქალია, რომლებმაც რუსთავის ციხე უკვე დატოვეს.
დღესვე შეწყალების კომისია შეიკრიბება, სადაც სამასამდე პატიმრის საქმეზე იმსჯელებენ.