პოლიტიკური გაერთიანება "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გახდა. ის პარტიის ხელმძღვანელად ყრილობის დელეგატებმა ერთხმად დაამტკიცეს.
ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ალასანია პარტიის ერთ-ერთ ლიდერად და გამგეობის წევრად რჩება. ყრილობაზე დელეგატებმა ასევე პარტიის ახალი წესდება დაამტკიცეს.
ყრილობის დაწყებისას პოლიტიკური მოხსენებით გამოვიდა პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია.
პარტიის მიერ 2009-2012 წლების განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგებზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა ისაუბრა.