სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი ნელსონ მანდელა ქვეყნის დედაქალაქ პრეტორიის საავადმყოფოში დააწვინეს. ინფორმაციას Agence France-Presse ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 94 წლის მანდელა მისი ასაკის გამო დროდადრო სამედიცინო გამოკვლვების ჩატარებას საჭიროებს.
უკანასკნელად მანდელა საავადმყოფოში 2012 წლის თებერვალში დააწვინეს.
ნელსონ მანდელა მსოფლიოში ცნობილია, როგორც შავკანიანთა უფელებებისთვის ყველაზე აქტიურად მებრძოლი ადამიანი. 1993 წელს მან ნობელის მშვიდობის პრემია მიიღო, ხოლო ერთი წლის შემდეგ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი გახდა.