ივერიონი / „ბორჯომის“ ქარხანაში ჩადენილი ქურდობა გახსნილია

„ბორჯომის“ ქარხანაში ჩადენილი ქურდობა გახსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომის შსს რაიონული  სამმართველოს  თანამშრომლებმა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შედეგად  ბორჯომში,  ბორჯომის პირველი  ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომელი ლაშა  პ.  დააკავეს.  მან  ჩამომსხმელი ქარხნის ტერიტორიიდან  ელექტრო სადენები მოიპარა  და შემდეგ გაყიდა. 

 

დაკავებულმა  ჩადენილი დანაშაული  აღიარა.

 

გამოძიება  სსკ-ის 177-ე  მუხლის ( ქურდობა) მეორე  ნაწილით მიმდინარეობს.  საქმეს  შინაგან  საქმეთა სამინისტროს  ბორჯომის რაიონული  სამმართველ¬ო იძიებს.

9-12-2012, 15:44
უკან დაბრუნება