ივერიონი / საქართველოს ებრაელ ბიზნესმენთა დელეგაცია ესტუმრა

საქართველოს ებრაელ ბიზნესმენთა დელეგაცია ესტუმრა

დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  ებრაელ ბიზნესმენთა წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა.

 

სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში ისრაელის ბიზნეს და კერძო მეწარმეების პრეზიდენტი  ეჰუდ რასაბი იყო. 

 

ისრაელის ბიზნესწრეების წარმომადგენელები  საქართველოს ბიზნესის დაწყების კუთხით მიმზიდველ ქვეყანად მიიჩნევენ. 

 

მათივე განცხადებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა  თითქმის ყველა მიმართულებით გაღრმავდება. ეს ეხება როგორც  ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის, ასევე ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებსაც. 

 

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ აპრილში საქართველო ისრაელში დაგეგმილ ბიზნესფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

9-12-2012, 15:53
უკან დაბრუნება