ივერიონი / ნიკოლაი პატრუშევი: "ნარინჯისფერი რევოლუციების" საშიშროება არ ჩამცხრალა

ნიკოლაი პატრუშევი: "ნარინჯისფერი რევოლუციების" საშიშროება არ ჩამცხრალა

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის განცხადებით, დსთ-ს ტერიტორიაზე "ნარინჯისფერი რევოლუციების" საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს. ეს ფაქტი რუსეთს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

 

მისივე თქმით, დინამიკაშია ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. პატრუშევის განცხადებით, ამ საკითხს უახლოეს მომავალში დიდი ყურადღება დაეთმობა.

 

უშიშროების საბჭოს მდივანმა დასძინა, რომ რუსეთი ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებსაც  გააკონტროლებს.

9-12-2012, 16:17
უკან დაბრუნება