მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაცია "ნიღაბი 2012" 10-17 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ფესტივალს გამართავს.
ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალის მთავარი მიზანია, შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოება, გამოცდილების გაზიარება, ხელოვნების პროპაგანდა და სტუდენტური ცხოვრების გალამაზება.
ფესტივალს მსახიობი მარიამ ჯოლოგუა წაიყვანს.
ფესტივალში მონაწილე სხვადასხვა დასის მიერ წარმოდგენილ სპექტაკლებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს: თამუნა ნიკოლაძე, კახა მიქიაშვილი, ბაჩო ჩაჩიბაია, გოგი თოდაძე, ვანო ხუციშვილი და ნიკა წულუკიძე.
ფესტივალის ფარგლებში 9 სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდებიან გამარჯვებულები. ფესტივალის სპონსორია წიგნების მაღაზია "ბიბლუსი".
ფესტივალის პროგრამა:
10 დეკემბერი, 2012 წელი 16:30 საათზე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი წარმოგვიდგენს სპექტაკლს "ომობანა";
11 დეკემბერი, 2012 წელი 16:00 საათზე - კავკასიის უნივერსიტეტი წარმოგვიდგენს სპექტაკლს "თოლია";
12 დეკემბერი, 2012 წელი 16:00 საათზე - გრ. რობაქიძის უნივერსიტეტი წარმოგვიდგენს სპექტაკლს "მარწყვის ცივი ტორტი";
13 დეკემბერი, 2012 წელი 16:00 საათზე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოგვიდგენს სპექტაკლს "განკითხვის დღე";
14 დეკემბერი, 2012 წელი 16:00 საათზე - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი წარმოგვიდგენს სპექტაკლს "უცნობი ქალის წერილები";
15 დეკემბერი, 2012 წელი 16:00 საათზე - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოგვიდგენს სპექტაკლს "ქართველები";
ფესტივალი ყოველწლიურად ჩატარდება და სხვადასხვა უნივერსიტეტების თეატრალური დასები მათ მიერ დადგმულ სპექტაკლებს წარადგენენ.