დღეს პირველი სამუშაო დღე აქვს ახალ ომბუდსმენის _ უჩა ნანუაშვილს.
ნანუაშვილი უკვე მივიდა სახალხო დამცველის ოფისში და ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარიც გააკეთა.
"დღეს არის ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე. ჩემი პირველი სამუშაო დღეც სიმბოლურია. შესაბამისად, ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი. მე რამდენიმე მათგანს დავესწრები. დღის განმავლობაში გავეცნობი თანამშრომლებს და ვეცდებით, დღესვე სამომავლო მოქმედების გეგმებიც დავსახოთ", _ განაცხადა სახალხო დამცველმა.
შეგახსენებნთ, რომ უჩა ნანუაშვილი სახალხო დამცველის პოსტზე 5 წლიანი ვადით პარლამენტმა 82 ხმით აირჩია.
ნანუაშვილი უმრავლესობის ერთადერთი კანდიდატი იყო. მას ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში 15 წლიანი გამოცდილება აქვს.