ივერიონი / დეკემბერში რუსულ-ქართული ბიზნესფორუმი გაიმართება

დეკემბერში რუსულ-ქართული ბიზნესფორუმი გაიმართება

დეკემბერიში რუსულ-ქართული ბიზნესფორუმის გაიმართება, უახლოეს დღეებში კი ფორუმის დეტალები  გაირკვევა.


ამ ინფორმაციას რადიო „ კომერსანტი“ ავრცელებს.


როგორც რადიო „კომერსანტს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ფორუმი დეკემბერში გაიმართება, თუმცა, კონკრეტული თარიღი მოგვიანებით დასახელდება. მათივე თქმით, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი  იმ კომპანიების  სია, რომლებიც ფორუმში  რუსული მხარისგან მიიღებენ მონაწილეობას.


პირველად ქართულ–რუსული ბიზნესფორუმის შესახებ განცხადება  ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა. მოგვიანებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ფორუმის ფარგლებში საქართველოს რუსი მეღვინეები ესტუმრებიან.

10-12-2012, 11:07
უკან დაბრუნება