სახალხო მხატვარი თემო გოცაძე პრეტენზიას გამოთქვამს სამხატვრო აკადემიაში შექმნილი უკიდურესი მდგომარეობის გამო, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ აკადემიის ჭესმარიტი ფუნქციის დისკრედიტაციას და მის საბოლოო დანგრევას ემსახურება. იგი წუხს, რომ პროფესიონალებს აგდებენ აკადემიიდან. "დაუშვებელია სამხატვრო აკადემიის ქცევა დიზაინის, გამოყენებითი თუ დეკორატიული ხელოვნების პლაცდარმად. სამხატვრო აკადემიაში აღარ ისწავლება ქანდაკება, ფერწერა დაიყვანეს უმდაბლეს დონეზე. აკადემიამ დაკარგა აკადემიურობა",-აცხადებს გოცაძე გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
იგი საყვედურობს კულტურის მინისტრს გურამ ოდიშარიას, რომ პირველად ლიბერალებს შეხვდა და მათ "თავი მოუქონა!" მას, როგორც პროფესიონალს შემუშავებული აქვს სამხატვრო აკადემიის რეორგანიზაციის გეგმა და აქედან გამომდინარე კულტურის სამინსიტრო ვალდებულია გამოიჩინოს ამ პროექტის გაცნობის ნება.
გოცაძე აკადემიის ყოფილ რექტორს, გია ბუღაძეს პროფესიონალს, მაგრამ უნებისყოფოს უწოდებს. "მან იცის, როგორი უნდა იყოს აკადემია, მაგრამ ფურთხებამდე მიიყვანა იგი_ნორმად დააყენა ლიბერალური სიტუაცია".
სახალხო მხატვარი მოუწოდებს ახალ ხელისუფლებას, დროზე დაადგინოს სიმართლე, "თორემ რაც უფრო დიდხანს გააგრძელებენ გამოძიებას, ხალხს ეს მკვლელები შეეცოდება და მათ დანაშაულებს დაივიწყებს!"
გოცაძე კახი კალაძესაც საყვედურობს და ურჩევს: "თუ სისტემაში მიხვედი, უნდა დაუკვირდე, ზონდერებითაა გატენილი ეგ სისტემა. მუშაობას ზონდერბრიგადებთან ურთიერთობით იწყებ?... შენი ჩავარდნა პრემიერ-მინისტრის ჩავარდნად აღიქმება, შენი შეცდომა_პრემიერ-მინისტრის შეცდომად".