გასულ წლებში, ერთი მხრივ, იყო პრობლემები, თუმცა, მეორე მხრივ, კარგად ვხედავდით, რომ საქართველო უფრო და უფრო გამჭვირვალე ხდებოდა. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოში ადამიანთა უფლებათა დაცვის ყველა პრობლემა საჯაროა და ეს არა მარტო ვიდეოკადრებით გავრცელდა, არამედ სახალხო დამცველის მოხსენებებშიც სისტემატურად აისახებოდა.