ივერიონი / საქართველო სუამის თავმჯდომარე გახდა

საქართველო სუამის თავმჯდომარე გახდა

რამდენიმე დღის წინ დუბლინში ჩატარებულ სუამის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე, საქართველომ 2013 წელს სუამის თავმჯდომარეობა ჩაიბარა.


ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.


მისი თქმით, ორგანიზაცია გაფართოების კუთხით გააგრძელებს მუშაობას. "ეს შეეხება სამხრეთ კორეასთან ურთიერთობას, რომელიც შეიძლება სუამის ახალი პარტნიორი გახდეს", - განაცხადა ფანჯიკიძემ. მანვე თქვა, რომ ორგანიზაციის მიმართულებები და პრიორიტეტები იგივე დარჩება.

10-12-2012, 13:10
უკან დაბრუნება