სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამხარეო მთავარი სამმართველოს სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე ორი პიროვნება დააკავა.
შსს-ს განცხადების თანახმად, დაკავებულია 1954 წელს დაბადებული ავთანდილ ა. და 1979 წელს დაბადებული კობა ბ.
„დაკავებულების საცხოვრებელი სახლისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა 280 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა" ამოიღეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულების მიმართ, სისხლის სამართლის საქმე სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით აღიძრა. დანაშაული 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.