"როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" ერთპარტიულ მმართველობაზე საუბრობს და ამის მცდელობაში ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს, კარგად გაიხსენოს და გადახედოს საკუთარ მმართველობის პერიოდს _ ერთპარტიული მმართველობა მათთვის უცხო არ უნდა იყოს".
ამის შესახებ პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა "ივერიონთან" განაცხადა.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობაზე განაცხადა, რომ თუ ოპოზიცია არ გაძლიერდა, საპრეზიდენტო და ადგილობრივ არჩევნებში სერიოზული კონკურენტი ვერ ეყოლება "ქართულ ოცნებას", ამიტომ კოალიციის შიგნით კონკურენცია უნდა გაძლიერდესო.
"ივანიშვილმა, პრაქტიკულად გაახმოვანა სამთავრობო გეგმა, რომელსას სახელად "ერთპარტიული მმართველობის დამყარება მთლიანად საქართველოზე ჰქვია,"- ასე განმარტა საპარლამენტო უმცირესობის სახელით პრემიერის სიტყვა აკაკი ბობოხიძემ.
"როცა, ნაციონალური მოძრაობის წევრი ბრძანებს, იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს ერთპარტიული მმართველობის დამყარება სურს, უნდა განგვიმარტონ ეს კომპლიმენტია, თუ ბრალდება", - განაცხადა "ივერიონთან" საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.