ივერიონი / ბაქოში პოლიციამ მიტინგი დაარბია

ბაქოში პოლიციამ მიტინგი დაარბია

ბაქოში პოლიციამ  ოპოზიციური პარტიებისა და მოძრაობების კოალიცია "საჯარო პალატის" უსანქციო მიტინგი დაარბია.


ათობით აქტივისტმა  ბაქოს ცენტრში  ადამიანის უფლებების დღესთან დაკავშირებით შეკრება სცადა. იმის გამო, რომ მიტინგზე სანქცია არ გაუცია ქალაქის ხელმძღვანელობას, პოლიციამ ოპოზიციონერებსმოედანზე მისვლის საშუალება არ მისცა.


რადიოს "თავისუფლების"კორესპონდენტის ცნობით, პოლიციელები და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები სხვადასხვა ადგილას იდგნენ და დემონსტრანტებს აკავებდნენ. ოპოზიციონერების მონაცემებით, დაკავებულია 80-მდე ადამიანი.


აზერბაიჯანის პოლიცია კი მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

10-12-2012, 16:49
უკან დაბრუნება