საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ძიუდოს ფედერაციის არჩევნები გაიმართა.
ფედერაციის არჩევნები აქამდე ორჯერ გადაიდო.
პრეზიდენტობაზე კენჭს სამი კანდიდატი იყრიდა: დავით ქევხიშვილი, თემურ ხუბულური და მოქმედი პრეზიდენტი ირაკლი ცირეკიძე.
“ძიუდოს ფედერაციის ახალი პრეზიდენტი ჩვენთვის მისაღებია, მას აქვს კარგი პროგრამა. ყველამ პირადი ინტერესები გვერდზე უნდა გადავდოთ და უნდა ვიზრუნოთ დარგის განვითარებაზე“, - აცხადებს ირაკლი ცირეკიძე.
ყრილობაზე ხმის მიცემის უფლებით 47 დელეგატი იყო მიწვეული. ახალი პრეზიდენტი - დავით ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციას მომდევნო 4 წლის ვადით უხელმძღვანელებს.
„გასაკეთებელი ძალიან ბევრია. სამომავლო გეგმების შესახებ ყველაფერს აღმასკომს გავაცნობთ და ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - აცხადებს ჭიდაობის ფედერაციის ახალი დირექტორი დავით ქევხიშვილი.
რაც შეეხება ფედერაციაში საკადრო ცვლილებებს, ამ ეტაპზე მხოლოდ აღმასკომის შემადგენლობაა შეცვლილი. ხოლო გენერალური დირექტორის ვინაობა უცნობია.