საქართველოს მთავარ პროკურატურაში აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე მათი ოჯახის წევრი დოდო აფრასიძე დაიბარეს.
როგორც აფრასიძეების დედამ დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, გამომძიებელთან აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით არის დაბარებული.
"წინასწარ არ ვიცი, რას შემეკითხებიან, ალბათ ხელახალი ძიება მიმდინარეობს. აქამდე პროკურატურაში განცხადება შევიტანეთ. დღეს კი პირველი დაკითხვაა", _ განაცხადა დოდო აფრასიძემ.
მისი თქმით, მას დაკითხვაზე სიმართლის მეტი არაფერი აქვს სათქმელი.
"დაგვღუპეს, მთელი ოჯახი აგვაწიოკეს, გამინადგურეს ყველაფერი, სიმართლის მეტი, რა მაქვს სათქმელი?!" _ ამბობს დოდო აფრასიძე.
მისი თქმით, აფრასიძეების ოჯახის ადვოკატები მალხაზ ჯანგირაშვილი და ირმა ჭკადუა არიან.