უკვე 5 საათია მედიაკავშირ "ობიექტივის" თანადამფუძნებელი ირმა ინაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.
ჟურნალისტი დაკითხვაზე მოწმის სახით, ციხის ცნობილ კადრებთან დაკავშირებით დაიბარეს.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირმა ინაშვილს პროკურატურაში ციხის კადრების დედნები უნდა მიეტანა.
მთავარ პროკურატურაში ამ დრომდე რჩება დოდო აფრასიძეც, რომელსაც აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით კითხავენ.
აფრასიძეების ოჯახის ადვოკატების განცხადებით, საქმე აქტიურ ფაზაში გადავიდა და ხელახალი გამოძიება დაიწყო.