ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორს სტეფენ ჰაიკინს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგო ბიუროს ხელმძღვანელს დენიელ სტეინს დღეს შეხვდა.
შეხვედრას აშშ-ს საელჩოს პოლიტიკისა და ეკონომიკის ოფისის უფროსი ალან მელტზერიც დაესწრო. მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ის შორის ორმხრივი თანამშრომლობასა და USAID-თან 2010 წელს გაფორმებული „ტექნიკური დახმარების ხელშეკრულების“ შესახებ ისაუბრეს.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა აშშ-ს დელეგაციას სამინისტროს ენერგოპოლიტიკა გააცნო. შეხვედრაზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგო ბიუროს ხელმძღვანელმა დენიელ სტეინმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე, რეგიონის ენერგოუსაფრთხოების გაღრმავების კუთხით.
ასევე, ხაზი გაუსვა აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას და სამხრეთ-ენერგეტიკული პროექტების განვითარების მნიშვნელობას.