უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა გენერალმა ალექსეი პუკაჩმა სასამართლოს ჟურნალისტის, გიორგი ღონღაძის მკვლელობის ახალი მოტივი დაუსახელა. ინფორმაციას „Экспресс-Новости" ავრცელებს.
„ალექსეი პუკაჩის განცხადებით, ჟურნალისტი ლეონიდ კუჩმას მიმართ პატივისცემის უქონლობის გამო მოკლეს“, - განაცხადა ღონღაძის ადვოკატმა.
ეს ჩვენებები არ უკავშირდება იმ ფაქტს, რომელსაც ადრე პუკაჩი ამტკიცებდა, თითქოს ღონღაძის მკვლელობის ბრძანება მას შს სამინისტროს ყოფილმა მინისტრმა იური კრავჩენკომ დაავალა.