ივერიონი / ზუგდიდში მოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს

ზუგდიდში მოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს

ზუგდიდში გარევაჭრობის აკრძალვისა და ბაზარში ყოველდღიური გადასახადის გაუქმების მოთხოვნით, მოვაჭრეებმა აქცია გამართეს.


მოვაჭრეებმა სამანქანო გზა გადაკეტეს. გზის გახსნა მოგვიანებით, მხოლოდ პატრულის ჩარევის შემდეგ მოხერხდა.


მოვაჭერეებსა და გამგეობის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. მოვაჭრეები ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.


"უნდა აიკრძალოს გარევაჭრობა, რადგან ბაზარში არავინ აღარ შემოდის. გამგეობა ჩვენს მოთხოვნებს ყურადღებას არ აქცევს", _ აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე

11-12-2012, 14:09
უკან დაბრუნება