ივერიონი / გიორგი მარგველაშვილი თელავის უნივერსიტეტის პრობლემით დაინტერესდება

გიორგი მარგველაშვილი თელავის უნივერსიტეტის პრობლემით დაინტერესდება

 

თელავის უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მცირე განამრტება გააკეტა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა.

 

მისი თქმით, ამ საქმით დაკავებულია მინსიტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი, რომელიც სამინისტროში უმაღლეს განათლებას კურირებს. მინისტრის განცხადებით, თელავის უნივერისტეტთან დაკავშირებით რამდენიმე მომენტია გასათვალისწინებელი. 

 

"სანამ ამ საკითხს შევისწავლით, სანახავია, რა ვალდებულებები გააჩნიათ ერთმანეთის მიმართ უნივერსიტეტს და სტუდენტებს. გამოსავალი უნდა იყოს ის მომენტი, რა ვალდებულებები გააჩნიათ მათ და რა შემთხვევაში შეუძლია სამინისტროს მედიატორის როლი ითამაშოს", - განაცხადა მინისტრმა. 

 

თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დღეს სასწავლო პროცესის ჩაშლა სცადეს.

 

სტუდენტების ერთი ნაწილი დღეს დილით უნივერსიტეტის I კორპუსთან შეიკრიბა და ლექტორ-მასწავლებლებს შენობაში არ უშვებდნენ. მათი პროტესტი სტუდენტის სტატუსის შეჩერებამ გამოიწვია. აქციის მონაწილეები უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. 

 

11-12-2012, 14:57
უკან დაბრუნება