ივერიონი / ირაკლი ქადაგიშვილი: პრეზიდენტობის კანდიდატს კოალიცია შეარჩევს

ირაკლი ქადაგიშვილი: პრეზიდენტობის კანდიდატს კოალიცია შეარჩევს

მიუხედავად იმისა რომ, რამდენიმე ლიდერი სხვადასხვა თანამდებობებზე დაინიშნა, ისინი მაინც პარტიის წევრებად რჩებიან და აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ პარტიული საქმიანობის დაგეგმვასა და განხორციელებაში. 

 

ამის შესახებ ,,პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ შეხვედრაზე პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

პარტიის ახალი თავმჯდომარის განცხადებით, პარტიის მთავარი სტრატეგიული სამოქმედო გეგმა 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებს უკავშირდება.

 

,,2013 წლის არჩევნებში ჩვენ აღარ ვირჩევთ იმ უფლება-მოსილების პრეზიდენტს, როგორიც აქამდე გვყავდა. ვინაიდან, პირველი ოქტომბრის შემდეგ ,,თავისუფალი დემოკრატები" კოალიციასთან ერთად მმართველ პარტიას წარმოადგენს, პრეზიდენტობის კანდიდადტსაც კოალიცია ერთობლივად შეარჩევს", -განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

პარტიის ლიდერმა პრემიერის იმ განცხადების შესახებაც გააკეთა განმარტება, სადაც ივანიშვილი კოალიციაში შემავალი პარტიების შიდა კონკურენციის შესახებ საუბრობს.

 

როგორც ქადაგიშვილმა განმარტა, ეს იმას ნიშნავდა, რომ კოალიციში შემავალი პარტიებისთვის უნდა არსებობდეს დემოკრატიულად განვითარების საშუალება, რათა მათ სურვილის არსებობის შემთხვევაში, დამოუკიდებლად შეძლონ სხვადასხვა არჩევნეში მონაწილეობა.

 

,,განვმარტავ, რომ კოალიციიდან არც ერთი პარტიის გასვლა არ იგეგმება, თუმცა ივანიშვილის განცხადება იმ დემოკრატიულობის დასტურია, რომელიც კოალიცია ,,ქართული ოცნებაში" არსებობს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

11-12-2012, 15:15
უკან დაბრუნება