ივერიონი / WorldSkills International-ის კონკურსში საქართველოც მიიღებს მონაწილეობას

WorldSkills International-ის კონკურსში საქართველოც მიიღებს მონაწილეობას

„ქორთიარდ მარიოტში“ დღეს კონფერენცია გაიმართა თემაზე „WorldSkills Georgia ხარისხიანი პროფესიული განათლებისათვის“. პროექტის მიზანი საქართველოში პროფესიული განათლების განვითარება, ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება იყო.


კონფერენციაზე  განცხადება გაკეთდა პროექტ WorldSkills Georgia-ს ეროვნული კონკურსის შესახებ, რომელიც 2013 წლის 2-7 ივლისს გერმანიის ქალაქ ლაიფციგში ჩატარდება.
რიგით 42-ე WorldSkills International-ის კონკურსში საქართველო წელს პირველად მიიღებს მონაწილეობას.  ქართველი კონკურსანტები 2013 თებერვალში   სამ სპეციალობაში: შემდუღებელი, მზარეული და ვებდიზაინერი პროფესიიდან შეირჩევიან. ყველაზე პერსპექტიულ და მაღალი კვალიფიკაციის მქონე  საქართველოს წარმომადგენლებს საკონკურსოდ WorldSkills Georgia-ს ექსპერტები მოამზადებენ.


WorldSkills Georgia საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, კერძო სტრუქტურებისა და ასოციაციების ერთობლივი პროექტია. პროექტი გერმანიის მთავრობის მხარდაჭერითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური დახმარებით ხორციელდება.

11-12-2012, 16:51
უკან დაბრუნება