ივერიონი / ლაშა მაქაცარია უკვე დაკითხეს

ლაშა მაქაცარია უკვე დაკითხეს

რიყის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ლაშა მაქაცარია უკვე დაკითხეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვის დასრულების შემდეგ, მაქაცარიამ განაცხადა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.

დაკითხვის დეტალებზე მას არ უსაუბრია, თუმცა დააკონკრეტა, რომ შეკითხვები რიყის ტერიტორიას ეხებოდა.

„დაკითხვა რიყის ტერიტორიის გასხვისების თემას შეეხებოდა. გარკვეული ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებს ვერ მოგახსენებთ. დანარჩენს ყველაფერს გამოძიება დაადგენს“,- განაცხადა მაქაცარიამ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ლაშა მაქაცარიასა და საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით საყვარელიძის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით, განცხადება დღეს გაავრცელა.

დავით საყვარელიძე დაკითხვაზე ხვალ, 12:00 საათისვისაა დაბარებული.

11-12-2012, 17:38
უკან დაბრუნება