„გორის რაიონის სოფელ კირბალიდან გატაცებული გივი ჩხიკვაძეს, ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს დღეებში გაათავისუფლებენ“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის უფროსმა ნინო გიორგობიანმა „ივერიონთან“ საუბრისას განაცხადა.
„მოგეხსენებათ, სოფელი კირბალი ოკუპირებული ტერიტორიის საზღვარზე მდებარეობს, შესაბამისად ე.წ. საზღვარზე ოსურ მხარეს საკუთარი წარმოდგენები აქვს. ეს პიროვნებაც ამ ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა ჩხიკვაძის გასათავისუფლებლად. საქმეში ჩართულია შიდა ქართლის სამხარეო პოლიცია და ვიმედოვნებთ, რომ ჩხიკვაძე უახლოეს დღეებში დაუბრუნდება ოჯახს“, _ განმარტავს ნინო გიორგობიანი.