ივერიონი / ქართულ-აფხაზურ-ოსური დისკუსია ჟენევაში

ქართულ-აფხაზურ-ოსური დისკუსია ჟენევაში

ჟენევაში საინფორმაციო შეხვედრებით გაიხსნა საერთაშორისო დისკუსიის   22-ე რაუნდი, რომელშიც საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, აფხაზური, ოსური და რუსული მხარეების, ევროკავშირის, ეუთოს, გაეროსა და აშშ-ის წარმომადგენლები მონაწილეობენ.  

 

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თბილისის ახალი დელეგაციისთვის ჟენევის დისკუსიის 22-ე რაუნდს, ძირითადად, გაცნობითი ხასიათი ექნება.

 

დისკუსიის განახლებამდე, ცხინვალისა და სოხუმის დელეგაციათა ხელმძღვანელებმა მურატ ჯიოევმა და ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადეს, რომ კვლავ მოითხოვენ საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის იურიდიული დოკუმენტზე ხელმოწერას. 

 

აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩირიკბამ სააგენტო აფსნიპრესთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჟენევის დისკუსიას საქართველოს დელეგაცია ახალი შემადგენლობით ესწრება და ბუნებრივია, მისი მიდგომები საინტერესო იქნება. 

 

11-12-2012, 18:46
უკან დაბრუნება