ივერიონი / ისნის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ისნის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ხვალ ისნის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი ქვესადგურში „მცირე ნავთლუღი“ სარემონტო სამუშაოებია.

აღნიშნულის გამო, შუქი 13:00-დან 15:00 საათამდე კახეთის გზატკეცილის ნაწილს, ქეთევან წამებულის გამზირის ნაწილს, ნავთლუღის და სამრეწველო დასახლების, ბოგდან ხმელნიცკის, ციხისძირის, წულაძის, ხარაბაძის, ზანდუკელის, ჩოლოყაშვილის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს გაეთიშება.

კომპანიის ინფორმაციით, გათიშულ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.

11-12-2012, 21:01
უკან დაბრუნება