გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) რეგიონული პროგრამის „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გერმანელი ექსპერტები იენს ჰერმან ტროინერი და იენს გიუზე ეწვივნენ.
სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ეფექტიანობის აუდიტის მიმართულებით სამუშაო შეხვედრები და აუდიტის ანგარიშის აგებულებასა და ფორმულირებაზე ტრენინგია დაგეგმილი.
გერმანელი ექსპერტები სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შეხვედრებს 12 დეკემბრამდე გამართავენ.