დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მედიას უახლესი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარუდგენს.
NDI–ის საქართველოს ოფისიის ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის კვლევა ნოემბერში ჩატარდა თემაზე "საზოგადოების განწყობა საქართველოში".
კვლევის საველე სამუშაოები 14-25 ნოემბრის პერიოდში განხორციელდა.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.