"თბილისი მერიოტში" მიმდინარეობს შეხვედრა თემაზე "თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, ეფექტური პოლიცია და პროკურატურა საქართველოში".
შეხვედრაში მონაწილეობენ შს მინისტრი, მთავარი პროკურორი, სახალხო დამცველი, ასევე ადამიანის უფლებათა დამცველი არსამთავრობო ორგანიზაციები და დიპლომატები.
შეხვედრაზე ჩანიშნულია რამდენიმე მომხსენებელი, მათ შორის, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და შს მინისტრი.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიესალმებიან, რომ საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები, როგორიც არის დაჭერები, უფრო ფართოდ იყოს განხილული.
არასამთავრობოების განცხადებით, დღევანდელ ხელისუფლებას წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, პიარის თვალსაზრისით, ბევრად მეტი პრობლემა აქვს.
უფლებადამცველ ნინია კაკაბაძის განცხადებით, "ამ ხელისუფლებას პიართან დაკავშირებით აქვს გარკვეული პრობლემები. ამიტომ ქვეყანაში მიმდინარე დაკავებები კიდევ უფრო გამჭვირვალე უნდა იყოს, რომ ამ პროცესმა დამატებითი კითხვები არ გააჩინოს".
გელა ნიკოლაიშვილი ახალ ხელისუფლებას ურჩევს, წინა ხელისუფლების მიერ უარყოფილი გაეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მისამართით გაცემული რეკომენდაციები გაითვალისწინოს.