შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს საპატრულო კატარღამ თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტზე, თევზსაჭერი გემი "ALBATROS-3" დააკავა.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, გემის დაკავება ქობულეთის საზღვაო რაიონში მოხდა.
აღნიშნული გემის კაპიტანს დავით ფილიას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86–ე მუხლის II ნაწილის შესაბამისად, 500 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.