ივერიონი / არჩილ კბილაშვილი: საპყრობილეებში ცხოვრების წესი დანაშაულებრივი იყო

არჩილ კბილაშვილი: საპყრობილეებში ცხოვრების წესი დანაშაულებრივი იყო

"თბილისი მერიოტში" უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი მოხსენებით გამოვიდა.


მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანა, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი ყველა პიროვნების დაკავების პროცესის განსაჯაროება მოხდა.


ის ასევე შეეხო პროკურატურაში შესულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ მათი რიცხვი 7 000 აჭარბებს. აქედან 1000-ზე მეტი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას ეხება:


"ეს მიუთითებს იმაზე, რომ საპყრობილეებში ცხოვრების წესი დანაშაულებრივი იყო. გვაქვს მოცემულობა, როდესაც ციხეებში გამონაკლისის სახით იყო დაცული ადამიანების უფლებები. ჩვენ მსგავსი საკითხებისა და იმ პირების დაჯგუფებას ვახდენთ, რომლებიც მხილებულები არიან ერთნაირ ქმედებაში, რათა ადეკვატურად დაიწყოს გამოძიება", - აცხადებს კბილაშვილი.


კბილაშვილი ბოლოდროინდელ დაპატიმრებებსაც შეეხო. მისი თქმით, თუ პირი პასუხისგებაშია მიცემული სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, ის პოლიტპატიმარია. "ძალიან ვიწრო გზაა იმისთვის, რომ პირი სამართლებრივ საფუძველზე იყოს დაპატიმრებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ გახსნილობის უპრეცენდენტო გზა ავირჩიეთ, როცა მივეცით პასუხისგებაში საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად საყურადღებო პირი, გავასაჯაროვეთ ყველა მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო მის დაპატიმრებებს", - აცხადებს კბილაშვილი.

12-12-2012, 13:36
უკან დაბრუნება