თბილისის მერი გიგი უგულავა ავსტრიის ქალაქ ინსბრუკში, თბილისისა და ინსბრუკის დაძმობილების იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე იმყოფება, სადაც სიტყვით გამოვიდა.
მისი თქმით, საქართველოში, მისი დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე, ხელისუფლების შეცვლა ცენტრალურ დონეზე მშვიდობიანად პირველად განხორციელდა.
„მთავარი გამოწვევა დღეს რაც გვაქვს არის მშვიდი, წყნარი და საქმიანი კოჰაბიტაცია ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის. თუმცა არჩევნებიდან რამდენიმე თვის თავზე, ჩვენ ვნახეთ სერიოზული გამოწვევები, კერძოდ ის პრობლემები, რომელიც სწორედ თვითმმართველობებს დაუდგა, მათ შორის თბილისის თვითმმართველობას", - განაცხადა უგულავამ.