ივერიონი / თამაზ შოშიაშვილი: სოციალურად დაუცველებზე ზრუნვა ცენტრალურ მთავრობასაც ევალება

თამაზ შოშიაშვილი: სოციალურად დაუცველებზე ზრუნვა ცენტრალურ მთავრობასაც ევალება

ფრაქციის "ქართული ოცნება – თბილისელები’’ პრეტენზიებს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე თამაზ შოშიაშვილი გამოეხმაურა და კონკრეტული ციფრებითა და ბიუჯეტში გაწერილი სოციალური პროექტების ჩამონათვალით უპასუხა.


თამაზ შოშიაშვილის განმარტებით, 2013 წლის ბიუჯეტი სწორედ თბილისელების სოციალურ პრობლემებზეა ორიენტირებული.


"დანგრეულ და ავარიულ სახლებში მცხოვრები მოქალაქეების ქირით დასაკმაყოფილებლად ბიუჯეტში გათვალისწინებულია 2 566 000 ლარი.


რაც შეეხება დევნილებს, სოციალური პროგრამები, თბილისში რეგისტრირებული დევნილებისთვისაც გათვალისწინებულია, ისე როგორც დანარჩენი თბილისელებისთვის’’, - აცხადებს საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან’’.


თამაზ შოშიაშვილი ოპონენტებს ასევე ახსენებს, რომ სოციალურად დაუცველებზე ზრუნვა ერთნაირად ევალება, როგორც ადგილობრივ თვითმმართველობას, ისე ცენტრალურ მთავრობას.

12-12-2012, 17:47
უკან დაბრუნება