ივერიონი / 100 საუკეთესო ნაჯღაბნის გამოფენა

100 საუკეთესო ნაჯღაბნის გამოფენა

15 დეკემბერს , 16:00 საათზე, რუსთაველის 52-ში, ძველი საბაგიროს შენობაში Red Bull Doodle Art–"ჯღაბნის ხელოვნების" კონკურსის შედეგად შერჩეული 100 საუკეთესო ნაჯღაბნის გამოფენა გაიმართება. ფინალის დღეს კომპეტენტური ჟიური სამ საუკეთესო მჯღაბნელს გამოავლენს. გამარჯვებულებს ბანკი “კონსტანტა” ინოვაციური პროდუქტის, INBOX -ის პრიზებით დააჯილდოვებს. 


საქართველოში Red Bull Doodle Art პირველად 2010 წელს ჩატარდა და მასში 5000-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. წელს პროექტი ბევრად მასშტაბურ სახეს იძენს.


პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მხოლოდ სტუდენტის სტატუსი, ლექციების მსვლელობის დროს რვეულის ფურცლებზე ჯღაბნის სიყვარული და სურვილი - გახდე საქართველოს საუკეთესო მჯღაბნელი. საკუთარ „შედევრებს“ მონაწილეები თბილისის 9 უნივერსიტეტში განთავსებულ ფანქრის ფორმის ყუთებში მოათავსებენ. ამ მეთოდით ნამუშევრების შეგროვება  23 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით გრძელდებოდა.


 კონკურსის მიზანია ნიჭიერი და კრეატიული სტუდენტების აღმოჩენა, რომლებიც თავის ორიგინალურობას და მხატვრულ შესაძლებლობლებს ჯღაბნის საშუალებით გამოავლენენ.
პროექტის პარტნიორია "ბანკ კონსტანტას" ინოვაციური პროდუქტი INBOX.

12-12-2012, 19:28
უკან დაბრუნება