Foreign Polic-ში გამოქვეყნებული წერილი, რომლის ავტორებიც ამერიკელი სენატორები არიან, დღეს საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეაფასეს.
„საქართველოში პოლიტიკური ნიშნით ადამიანები არ იდევნებიან. შესაბამისად, არ ხდება შერჩევითი სამართლის გამოყენება ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ“, - განაცხადა კბილაშვილმა.
ასეთ პირობებში ბოლო დროს განხორციელებული დაკავებები და დაპატიმრებები არ ატარებენ პოლიტიკურ ხასიათს. საპარლამენტო ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ოპონენტების პოლიტიკური ველიდან გაქრობას ცდილობს, რამაც სენატორების სამართლიანი შეშფოთება გამოიწვია.
„მათ ღიად გამოხატეს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება ხელისუფლების გამოყენება (მით უმეტეს, ჯერ თვეები არის გასული, რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა) იმისთვის, რომ პოლიტიკური ოპონენტი გააქრო პოლიტიკური ასპარეზიდან“, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა.
ლიბერმანი, გრიში,მაკკეინი და საჰინი, ეს ხელმოწერები იმ ღია წერილის ქვეშ ფიქსირდება, რომლითაც ამერიკელმა სენატორებმა საქართველოს პრემიერ მინისტრს მიმართეს. სენატორებმა შეშფოთება გამოტქვეს საქართველოში მიმდინარე დაპატიმრებების გამო. „ღრმა შეშფოთებას გამოთქვამთ იმ პოლიტიკური ფიგურების დაკავების და დევნის გამო, რომლებიც ოპოზიციურ პარტიასთან არიან დაკავშირებულნი. აღნიშნული წერილის მიზანია წუხილი გამოვთქვათ, რომ ეს ნაბიჯები პოლიტიკურად მოტივირებულია და არჩევნების შემდგომი პოლიტიკური ანგარიშწორების სურვილითაა გამოწვეული.