დღეს დილით საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე ჟენევაში გაემგზავრა. ჟენევაში ქართულ-რუსული არაფორმალური შეხვედრა გაემართება.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ჟენევაში დაგეგმილ პირველ ქართულ-რუსულ არაფორმალურ შეხვედრაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგორი კარასინი მიიღებს მონაწილეობას.