საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შვედეთისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსს უმასპინძლა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები და განხორციელებული რეფორმები იყო.
მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვიც ესწრებოდა.