ივერიონი / გივი თარგამაძის საქმის გამოსაძიებლად რუსეთიდან სპეციალური კომისია ჩამოდის

გივი თარგამაძის საქმის გამოსაძიებლად რუსეთიდან სპეციალური კომისია ჩამოდის

რუსეთის ფედერაციაში არეულობის ორგანიზებაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გივი თარგამაძის მონაწილეობის გამოსაძიებლად რუსეთი საქართველოში სპეციალურ კამოსიას აგზავნის.


ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო "რია ნოვოსტი" ავრცელებს.


საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელის ვლადიმერ ვალკინის განცხადებით, რუსეთში არეულობის მოწყობის მცდელობაში გივი თარგამაძის კვალს ხედავს და აღნიშნავს, რომ ის პროცესი შესაძლოა, მისი დაფინანსებული ყოფილიყო.


მისივე თქმით, მათ აქვთ მტკიცებულებები, რომელიც გივი თარგამაძის მიერ რუსეთის ოპოზიციის დაფინანსებას და ჭაობის მოედნის არეულობის ორგანიზებაში მის როლს ადასტურებს.


რუსეთის საზოგადოებაში რეზონანსი გამოიწვია რუსეთის ოპოზიციაზე გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმმა _ "რუსეთის ანატომია 2", რომლის ავტორებიც აცხადებენ, რომ ოპოზიცია არეულობისთვის ემზადებოდა უცხოური ფულის საშუალებით.


ფილმის გამოსვლის შემდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და რუსეთში არეულობის მოწყობაში ერთ-ერთი ბრალდებული, თავის აღიარებით ჩვენებაში წერს, რომ ამ არეულობის ორგანიზებაში ჩართული იყო სწორედ გივი თარგამაძე.

13-12-2012, 10:42
უკან დაბრუნება