ივერიონი / ატომური ენერგეტიკის სააგენტო თეირანისგან ინფორმაციას ითხოვს

ატომური ენერგეტიკის სააგენტო თეირანისგან ინფორმაციას ითხოვს

გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ჯგუფი დღეს თეირანში  ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. უწყება აპირებს თეირანს მოსთხოვოს ინფორმაცია იმ პირებზე, რომლებსაც სააგენტოს ვარაუდით, შეეძლოთ გარკვეული როლის შესრულება ბირთვული იარაღის შექმნის სავარაუდო პროგრამაში.


გაეროს უწყებას სურს აგრეთვე, რომ ირანის ხელისუფლებამ მას მიაწოდოს ინფორმაცია იმ ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ, სადაც შესაძლოა, მიმდინარეობს ბირთვული პროგრამით გათვალისწინებული სამუშაო. გაეროს ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს გამოძიების ჯგუფის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მისი ჯგუფი მზად არის ჩავიდეს ფარჩინში, როგორც კი ამის უფლებას თეირანი მისცემს. სააგენტოს აქვს ეჭვი, რომ ირანმა საცდელი აფეთქებები განახორციელა ფარჩინში, ირანის დედაქალაქიდან სამხრეთ-აღმოსავლეთში.

13-12-2012, 11:09
უკან დაბრუნება