ივერიონი / გოგი ხუციშვილი: ახალ ხელისუფლებას შანსი აქვს, რუსეთთან ურთიერთობა გამოუვიდეს

გოგი ხუციშვილი: ახალ ხელისუფლებას შანსი აქვს, რუსეთთან ურთიერთობა გამოუვიდეს

კონფლიქტოლოგ გოგი ხუციშვილის აზრით, დიდი შანსია იმისა, რომ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობა გამოუვიდეს.


მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ იმას ცდილობს, რომ ისინი მართლები აღმოჩნდნენ და ახალ ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება არ გამოუვიდეს. რადგან თუ „ქართული ოცნება“ ამას ვერ შეძლებს, საპარლამენტო უმცირესობა თავის პლიუსად ჩათლის.


ხუციშვილი მიიჩნევს, რომ დეოკუპაციის და ყველა ასეთი საკითხის მოგვარების ერთადერთი გზა რუსეთთან ურთიერთობის ეტაპობრივი აღდგენაა.


„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთვის მტკივნეული საკითხების დასმის დროც მოვა, მაგრამ ამისთვის ჯერ რაღაც გზა უნდა გავიაროთ“, - აცხადებს ხუციშვილი. 


კონფლიქტოლოგი აღნიშნავს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებისთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა პრიორიტეტული არასოდეს ყოფილა.


 „მათთვის მთავარი იყო თვითონ გამოჩენილიყვნენ მართლები და მტყუანი სხვა. იმის გამო, რომ აგვისტოს ომის დროს დაშვებული შეცდომები არ მოეკითხოთ, ყველაფერს ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ „ქართულ ოცნებას“ წარმოუდგენელი ამოცანა აქვს დასმული“, - აცხადებს ხუციშვილი.

13-12-2012, 12:40
უკან დაბრუნება