ივერიონი / პრეზიდენტის თვითმფრინავი იყიდება!

პრეზიდენტის თვითმფრინავი იყიდება!

საქართველოს პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის ერთი თვითმფრინავის ჩამორთმევის ფაქტს   თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გამოეხმაურა.


მისი თქმით, პრეზიდენტის თვითმფრინავის გასხვისების პროცედურა მიმდინარეობს.


"რაც იყო გაფორმებული და რის გადასახადსაც ვიხდიდით საქართველოს მოქალაქეები, ეს იყო დაახლოებით 800 ათასი ლარი. ეს კონტრაქტი, რომელიც არსებობდა, პრაქტიკულად შეწყდა და მიმდინარეობს ამ თვითმფრინავის გასხვისების პროცედურა", - განაცხადა ალასანიამ.


ეს განცხადება დღეს, ალასანიამ შვედეთისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტს ერთი თვითმფრინავი ჩამოართვეს.

13-12-2012, 13:04
უკან დაბრუნება