იაპონელმა სანტა კლაუსმა საახალწლოდ უჩვეულო გადაწყვეტილება მიიღო - ირმების ნაცვლად მას პინგვინები ეყოლება.
იაპონიის ოკეანერიუმში დღეიდან ტრადიციული საშობაო აღლუმები გაიმართება. სანტას პინგვინებისთვის საგანგებოდ შეკერეს საახალწლო კოსტუმები.
პინგვინები მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე საშობაო ნაძვის ხის ანთების ცერემონიაშიც მიიღებენ მონაწილეობას.