ივერიონი / ვიტალი დარასელიას გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა

ვიტალი დარასელიას გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა

დღეს, 13 დეკემბერს გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელის ვიტალი დარასელიას გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა.


ვიტალი დარასელია 1957 წლის 9 ოქტომბერს ოჩამჩირეში  დაიბადა. ის საფეხბურთო კლუბ „დინამოსა“ და სსრკ-ს ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა. ფეხბურთელმა თავისი კარიერის ძირითადი ნაწილი „დინამოში“ გაატარა. 1981 წელს თასების მფლობელთა თასის ფინალში, სადაც „დინამო“ და „კარლ ცეისის“ საფეხბურთო გუნდები თამაშობდნენ,  ვიტალი დარასელიამ  გამარჯვების  გოლი გაიტანა.

13-12-2012, 13:47
უკან დაბრუნება