2012 წლის 14 დეკემბერს, 17:00 საათზე ამერიკულ ცენტრ „ლანგეითში“ რეჟისორ რამაზ ბლუაშვილის დოკუმენტური ფილმის „ალექსანდრე ქართველი და ამერიკა“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.
ფილმი უდიდესი ქართველი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას შეეხება. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება აშშ-ის სამხედრო და საჰაერო ძალების არქივებიდან მოპოვებული ისტორიული და უნიკალური მასალა. ნაჩვენები იქნება ასევე რამაზ ბლუაშვილის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის თრეილერი.
პროექტის ფარგლებში ალექსანდრე ქართველიშვილის მიერ შექმნილი ერთ-ერთი თვითმფრინავის საქართველოში ჩამოყვანა იგეგმება.
პრეზენტაციას სტუმრის სტატუსით აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები, მთავრობის წევრები, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, პარლამენტის დეპუტატები და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრებიან.