დღეს უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარედ მმართველი პოლიტიკური ძალის, "რეგიონთა პარტიის" წარმომადგენელი ვლადიმირ რიბაკი აირჩიეს.
პარლამენტში ახალი თავმჯდომარის არჩევას წინ უძღოდა ოპოზიციონერი დეპუტატების მცდელობა, ხელი შეეშალათ რიბაკის კანდიდატურაზე კენჭისყრისათვის, რასაც უმრავლესობის წევრ და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის ხელჩართული ბრძოლა მოჰყვა.