ივერიონი / დეკემბრის ბოლოს ივანიშვილი აზერბაიჯანში მიდის

დეკემბრის ბოლოს ივანიშვილი აზერბაიჯანში მიდის

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში მიემგზავრება.


აზერბაიჯანის პრემიერ–მინისტრის ოფიციალური მიწვევა ბიძინა ივანიშვილს დღეს საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა გადასცა.


ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში დეკემბრის ბოლოს შედგება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან და პრემიერ–მინისტრ არტურ რასიზადესთან.

13-12-2012, 16:50
უკან დაბრუნება