ივერიონი / ჟულიან ასანჟი ავსტრალიის სენატში მოსახვედრად ემზადება

ჟულიან ასანჟი ავსტრალიის სენატში მოსახვედრად ემზადება

ინტერნეტ-რესურს WikiLeaks-ის დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმა, რომელიც ამჟამად ლონდონში ეკვადორის საელჩოში იმალება, განაცხადა, რომ მზადაა ავსტრალიის სენატში მოსახვედრად პარტიათა კონკურენციაში ჩაებას.


ინფორმაციას გამოცემა The Age ავრცელებს.


ასანჟის განცხადებით, პარტიის შექმნის ზუსტი თარიღი 2013 წლის დასაწყისში  გახდება ცნობილი. 


არსებობს ვარაუდი, რომ პარტია " WikiLeaks" მთავრობის გახსნილობასა და კონფიდენციალურობის დაცვაზე იზრუნებს.


ავსტრალიის ფედერალური მთავრობის არჩევნები 2013 წლის 30 ნოემბერსაა დანიშნული. უფრო ზუსტი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.


თუ ჯულიან ასანჟს სენატში აირჩევენ, მაგრამ ის ავსტრალიაში დაბრუნებას ვერ შეძლებს, მის ადგილს პარლამენტში მომდევნო კანდიდატი დაიკავებს.

13-12-2012, 17:58
უკან დაბრუნება